მარკეტინგის ფუნქციონირება
მუშაობის ფუნქციონირება
გადარიცხვის ფუნქციონირება
შემიძლია თანხა გავგზავნო ინტერნეტით, Western Union-ის მეშვეობით?
როგორ განვახორციელო ჩემი პირველი ფულადი გადარიცხვა ინტერნეტით, საქართველოში?
რომელ ქვეყნებში და ტერიტორიებზე შემიძლია თანხა ინტერნეტით გავგზავნო?
როგორ გადავიხადო ფულადი გადარიცხვისთვის ინტერნეტით?
რა რაოდენობის თანხა შემიძლია გავაგზავნო ინტერნეტით, საქართველოდან?
რამდენი საკრედიტო ან სადებიტო ბარათს შემიძლია დავამატო ჩემს პროფილს?
როგორ გავიგო, თუ დადასტურდა ჩემი ონლაინ გადარიცხვა?
როგორ შემიძლია გავაუქმო ფულადი გადარიცხვა მისი გაგზავნის შემდეგ?
შემიძლია გავაგზავნოთ ფული ინტერნეტით, Western Union-ით?
დიახ, შეგიძლიათ გაგზავნოთ თანხა ინტერნეტით, wu.com-დან. დანიშნულების ქვეყნის არჩევის შემდეგ, თქვენ იხილავთ თქვენთვის ხელმისაწვდომი მომსახურებების ტიპებს.
როგორ განვახორციელო ჩემი პირველი ფულადი გადარიცხვა ინტერნეტით, საქართველოში?
საქართველოში ფულის გადარიცხვა მარტივია. თუ პროფილი არ გაქვთ, ის უნდა შექმნათ. თქვენი პროფილის შექმნის შემდეგ, გთხოვთ დაიცვათ ეს ეტაპები:
თანხის მიხედვით, რომლის გაგზავნაც გსურთ, თქვენ უნდა დაადასტუროთ თქვენი პროფილი „თიბისი“ ბანკის ერთ-ერთ ოფისში.
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები დარეგისტრირებისას, გთხოვთ დარეკოთ Western Union-ის კლიენტზე ზრუნვის განყოფილებაში, ნომერზე: +995322272727 ან გაგზავნოთ ელფოსტა მისამართზე: supportwu@tbcbank.com.gе, ხელმისაწვდომია 24/7
რომელ ქვეყნებში შემიძლია თანხის გაგზავნა ინტერნეტით?
ყველა ქვეყანა, სადაც შეგიძლიათ გაგზავნოთ თანხა ინტერნეტით, საქართველოდან, შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე: wu.com. თუ გირჩევნიათ, თანხა პირდაპირ საბანკო ანგარიშზე გაგზავნოთ, შეგიძლიათ ნახოთ ქვეყნების სია ინტერნეტში. გადარიცხვები საქართველოს ფარგლებში ხელმისაწვდომია.
როგორ გადავიხადო ფულადი გადარიცხვისთვის ინტერნეტით?
შეგიძლიათ გადაიხადოთ ინტერნეტით, საკრედიტო ან სადებიტო ბარათის გამოყენებით (Visa® ან Mastercard® ბარათი) რომლებიც გაცემულია საქართველოში; დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ Western Union-ის კლიენტზე ზრუნვის განყოფილებას, ნომერზე: +995322272727 ან გაგზავნეთ ელფოსტა, მისამართზე: supportwu@tbcbank.com.gе, ხელმისაწვდომია 24/7.
რა რაოდენობის თანხა შემიძლია გავაგზავნო ინტერნეტით, საქართველოდან?
თუ თქვენი პროფილი ჯერ არ არის დადასტურებული, თქვენ შეძლებთ 500 აშშ დოლარამდე (1 499 ლარი) გაგზავნას თითოეულ გადარიცხვაზე, დღეში, და 3 500 აშშ დოლარის (10 000 ლარი) გაგზავნას თვეში, დღეში სულ 5 გადარიცხვით ან თვეში 30-მდე გადარიცხვით. თქვენი პროფილის დადასტურების შემდეგ, თქვენ შეძლებთ 7 499 აშშ დოლარამდე (18 000 ლარი) თანხის გაგზავნას თითოეულ გადარიცხვაზე.
თუ მეტის გაგზავნა გსურთ, ეწვიეთ წარმომადგენლობის ოფისს
რამდენი საკრედიტო ან სადებიტო ბარათი შემიძლია დავამატო ჩემს პროფილს?
თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ხუთამდე საკრედიტო ან სადებიტო ბარათი თქვენს პროფილს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ბარათის ვადა ამოიწურა ან ის დაკარგეთ, გთხოვთ ამოიღოთ ის სიიდან და დაამატოთ ახალი.
როგორ გავიგო, თუ დადასტურდა ჩემი ონლაინ გადარიცხვა?
თქვენი ინტერნეტ ქვითარი გამოჩნდება, თუ თქვენი გადარიცხვა დადასტურდა. გადარიცხვის დასრულების შემდეგ, თქვენ მიიღებთ SMS-ს ან ელფოსტას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თქვენს თანხის თვალის დევნების საკონტროლო ნომერთან ერთად (MTCN).
როგორ შემიძლია გავაუქმო ფულადი გადარიცხვა მისი გაგზავნის შემდეგ?
ფულადი გზავნილების გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ აუღია მიმღებს, დანიშნულების ქვეყანაში.
თუ გსურთ ფულადი გადარიცხვის გაუქმება, გთხოვთ დარეკოთ Western Union-ის კლიენტზე ზრუნვის განყოფილებაში, ნომერზე: +995322272727 ან გაგზავნოთ ელფოსტა მისამართზე: supportwu@tbcbank.com.gе, ხელმისაწვდომია 24/7
სად შეიძლება ვნახო ჩემი ქვითარი?
თქვენი ქვითარი ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტით. თქვენ ასევე შეგიძლიათ იხილოთ თქვენი წარსული გადარიცხვების დეტალები თქვენი პროფილის განყოფილებაში, მისამართზე: wu.com.
რა არის ფულადი გადარიცხვის საკონტროლო ნომერი (MTCN)?
ფულადი გადარიცხვის საკონტროლო ნომერი (MTCN) არის თქვენი გადარიცხვისთვის მინიჭებული უნიკალური ნომერი. თქვენს მიმღებს დასჭირდება ეს ნომერი, თანხის ასაღებად. სხვას არავის გაუმჟღავნოთ ეს დეტალები. მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია თქვენი გადარიცხვისთვის თვალის სადევნებლად.
Loading...