მნიშვნელოვანია, რომ წაიკითხოთ და გაიგოთ ჩვენი პირობები, სანამ მათ მიიღებთ. ისინი მოიცავს შეზღუდვებს WESTERN UNION-ისა და ბანკის თქვენდამი ვალდებულებების ფარგლებზე, ისევე, როგორც WESTERN UNION-ისა და ბანკის თქვენდამი პასუხისმგებლობების შეზღუდვებსა და მათგან გათავისუფლებას, ზიანისთვის, რომელიც შესაძლოა მოაგდგეთ WESTERN UNION-ის ინტერნეტით ფულადი გადარიცხვის შედეგად. შესაბამისი დებულებები მუქი შრიფტით არის გამოყოფილი. WESTERN UNION-ის ონლაინ სერვისის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით, რომ დაიცვათ ეს პირობები და ნებისმიერი შესაბამისი კანონები.
ჩვენი პირობებისთვის გამოყენებულია შემდეგი განმარტებები:
a. „ბანკი“ – სს „თიბისი ბანკი“
b. „ გადახდის მეთოდი“ ნიშნავს გამგზავნისთვის ხელმისაწვდომ ვარიანტებს, განახორციელოს ფულადი გზავნილი, Western Union-ის ონლაინ სერვისის გამოყენებით, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა ქვეყანაში და მოიცავდეს საბანკო ანგარიშებს და გადახდის სხვა მეთოდებს.
c. „ აკრძალული მიზანი“ ნიშნავს ნებისმიერ უკანონო მიზანს; რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, აზარტული თამაშების, სათამაშო ჩიპებისა და სათამაშო კრედიტების გადახდის განხორციელებას ან მიღებას; ან თანხის გაგზავნას საკუთარი თავისთვის, როგორც მიმღებისთვის, ფინანსური მდგრადობის დასადასტურებლად (თაღლითობის რისკი); ან ვინმეს სახელით ფულის გაგზავნას ან მიღებას.
d. „ მიმღები“ ნიშნავს პირს, რომელიც დასახელებულია, როგორც ფულადი გზავნილის ბენეფიციარი;
e. „ გამგზავნი“ ნიშნავს პირს, რომელმაც განახორციელა ფულადი გადარიცხვა, Western Union-ის ონლაინ მომსახურების გამოყენებით;
f. „ ტრანზაქცია“ ნიშნავს თითოეულ ფულად გადარიცხვას, რომელიც განახორციელეთ Western Union-ის ონლაინ მომსახურების გამოყენებით;
g. „ Western Union“, „ ჩვენ“, „ ჩვენი“ ან „ ჩვენ“ ნიშნავს „Western Union International Limited-ს“ და მის ფილიალებსა თუ წარმომადგენლობებს, რამდენადაც ეს გულისხმობს ოპერაციებს, რომელიც სხვა შემთხვევაში უნდა განხორციელებულიყო Western Union-ის მიერ, Western Union-ის ინტერნეტ მომსახურების უზრუნველსაყოფად.
h. „ Western Union-ის ინტერნეტ მომსახურება“ გულისხმობს ფულადი გზავნილების მომსახურებებს, რომელსაც ბანკს უზრუნველყოფს Western Union-ის ვებსაიტზე;
i. „ Western Union-ის ვებსაიტი“ ან „ვებსაიტი“ ვებსაიტი“ გულისხმობს ვებ-გვერდს, რომელსაც ამუშავებს ბანკი, რათა უზრუნველყოს ონლაინ ფულადი გზავნილების მომსახურება და Western Union-ის მობილური აპლიკაცია (თუ ხელმისაწვდომია); და
j. „ თქვენ”, “ თქვენს” ან “ თქვენი“ გულისხმობს ნებისმიერ პირს, რომელიც იყენებს Western Union-ის ვებსაიტს, როგორც გამგზავნი.
1. ჩვენ შესახებ
1.1. Western Union®-ის ონლაინ მომსახურებას გთავაზობთ სს „თიბისი ბანკი“, რომლის რეგისტრირებული ოფისის მისამართია მარჯანიშვილის ქ. 7., საქართველო, 0102, თბილისი.
1.2. კლიენტებს შეუძლიათ, მიიღონ ინფორმაცია წარმომადგენლობის მისამართებსა და მუშაობის საათებზე, საიტზე შესვლით https://www.westernunion.com/ge/ka/home.html ან ტელეფონით: +995322272727.
1.3. ბანკი ლიცენზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, საქართველოში ფულადი გზავნილების განსახორციელებლად.
2. ჩვენი მომსახურებები
2.1. Western Union-ის ინტერნეტ მომსახურება გთავაზობთ ფულადი გზავნილების მომსახურებას თავისი შესაბამისი წარმომადგენლობების საშუალებით. თქვენ უნდა იყოთ მინიმუმ 18 წლის და ფლობდეთ საქართველოში გაცემულ გადახდის ბარათს, Western Union-ის ინტერნეტ მომსახურების გამოსაყენებლად. თითოეულ ფულად გზავნილს მინიჭებული აქვს ტრანზაქციის ინდივიდუალური ნომერი, ფულადი გადარიცხვის საკონტროლო ნომერი ან „MTCN“.
2.2. ფულადი გზავნილის ბრძანების განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაციის შესრულებით და მასზე თანხმობით, ასევე, ამ პირობების მიღებით, გამგზავნი ავალებს ბანკს, განახორციელოს კონკრეტული თანხის გადარიცხვა, ასეთი ბრძანების თანახმად, როგორც ბანკის მიერ მიღებული, ამ პირობების შესაბამისად. ყოველი ინდივიდუალური ფულადი გზავნილის ბრძანება წარმოადგენს ცალკე ხელშეკრულებას ბანკსა და გამგზავნს შორის, რომელიც შემოიფარგლება კონკრეტული ფულადი გზავნილის განხორციელებით, მხოლოდ ასეთ ბრძანებასთან დაკავშირებით. არც ჩვენ, არც ბანკს არ აქვს ვალდებულება რომელიმე მხარის მიმართ. დროის არც ერთ მომენტში არ იდება ჩარჩო ან გენერალური ხელშეკრულება, თქვენსა და ბანკს შორის, რომელიც ავალდებულებს ბანკს ან ჩვენ, განვახორციელოთ თითოეული ინდივიდუალური და შემდგომი ფულადი გადარიცხვის ტრანზაქცია. გამგზავნი აცნობებს ფულადი გზავნილის მიმღებს, შესაბამისად.
2.3. საკანონმდებლო ან მარეგულირებელი მოთხოვნების გათვალისწინებით, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, გავხადოთ ფულადი სახსრები ხელმისაწვდომი მიმღების მიერ ასაღებად, არაუგვიანეს თანხის მიღების დღის მომდევნო დღის ბოლომდე (“ მიღების დღე”). მიღების მომენტი არის ისეთი მომენტი, როდესაც ბანკი იღებს გადასარიცხ თანხას და ამ გადარიცხვასთან დაკავშირებულ საფასურს. ანგარიშზე დაფუძნებული გადარიცხვებს, ზოგადად, სჭირდება 5 სამუშაო დღე, თუმცა მობილური საფულეები ხშირად ხელმისაწვდომია რამდენიმე წუთში. რეგულარული ფულადი გზავნილებისთვის, თანხები ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია რამდენიმე წუთში, შესაბამისი წარმომადგენლობის ოფისის სამუშაო საათების გათვალისწინებით. ზოგიერთი ქვეყნისთვის, ეს მომსახურება შეიძლება შეყოვნდეს ან გავრცელდეს სხვა შეზღუდვები. თუ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია, დაგვიკავშირდით წინამდებარე პირობების 1.2 პუნქტში მითითებულ ტელეფონის ნომერზე.
2.4. Western Union-ის ინტერნეტ მომსახურება უზრუნველყოფს სხვადასხვა არჩევანს თანხის მისაღებად, ნაღდი ფულის ჩათვლით, წარმომადგენლობის ოფისში, პირდაპირ საბანკო ანგარიშზე ან მობილურ ტელეფონზე, სადაც ხელმისაწვდომია. თუ ფულადი სახსრების გადახდა საჭიროა ნაღდი ფულით, მიმღებმა უნდა წარმოადგინოს თავისი ვინაობის დამადასტურებელი სათანადო საბუთი, ტრანზაქციის ყველა მონაცემთან ერთად, რომელსაც მოითხოვს Western Union, კერძოდ, გამგზავნის სახელი, ქვეყანა, საიდანაც ფული გაიგზავნა, მიმღების სახელი, გადარიცხული თანხის სავარაუდო ოდენობა და ნებისმიერი სხვა პირობა და მოთხოვნა, რომლებიც სავალდებულოა თანხის გადასახდელად, როგორიცაა MTCN. ასაღები თანხის გადახდა მოხდება მიმღებისთვის, რომელსაც Western Union ან მისი წარმომადგენლობა მიიჩნევს უფლებამოსილად, თანხის მისაღებად, საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის შემოწმების შემდეგ. გადახდები შეიძლება განხორციელდეს მაშინაც კი, თუ მიმღების მიერ მოწოდებული ტრანზაქციის ინფორმაცია მცირე შეცდომებს შეიცავს. არც Western Union და არც მისი წარმომადგენლები არ ადარებენ მიმღების მისამართის დეტალებს. მიმღებს შეიძლება ასევე მოსთხოვონ პასუხის გაცემა საცდელ კითხვებზე, თანხის მისაღებად. საცდელი კითხვები არ წარმოადგენს უსაფრთხოების დამატებით ფუნქციას და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფულადი გადარიცხვის დროულად ან დაყოვნებით გადახდისთვის, ზოგიერთ ქვეყანაში კი აკრძალულია. საბანკო ანგარიშზე ან მობილურ ტელეფონზე ტრანზაქციებისთვის, Western Union გადაგზავნის თანხებს ანგარიშზე, გამგზავნის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ანგარიშის ნომრის მფლობელსა (მობილური ტელეფონის ნომრების ჩათვლით, მობილური ტელეფონის ანგარიშისთვის) და მიმღების სახელს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, გადარიცხვა მოხდება გამგზავნის მიერ მითითებულ ანგარიშის ნომერზე.
2.5. მოქმედი კანონი თანხის გადამცემებს უკრძალავს კონკრეტულ პირებსა თუ ქვეყნებთან ბიზნესის წარმოებას; Western Union ვალდებულია, მიუთითოს ყველა ტრანზაქცია იმ ქვეყნებისა და ტერიტორიების მთავრობების მიერ წარმოდგენილი სახელების სიიდან, რომლებშიც ჩვენ ვსაქმიანობთ, მათ შორის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველო (OFAC), ევროპის კავშირი და სინგაპურის ფინანსური ორგანო. თუ პოტენციური დამთხვევა იდენტიფიცირებულია, Western Union იკვლევს ტრანზაქციას, რათა დაადგინოს, სახელი, რომელიც დაემთხვა, ნამდვილად არის თუ არა შესაბამის სიაში. ამ მიზნით, ბანკი და Western Union უფლებამოსილი არიან, გამგზავნისგან ან განსაზღვრული მიმღებისგან მოითხოვონ დამატებითი დეტალები და ვინაობის დამადასტურებელი საბუთი, რამაც შეიძლება ტრანზაქციის დაყოვნება გამოიწვიოს. ეს არის იურიდიული მოთხოვნა ყველა ტრანზაქციისთვის, რომელიც დამუშავებულია Western Union-ის მიერ (მათ შორის, გადარიცხვები, რომლებიც დაიწყო და დასრულდა აშშ-ის ფარგლებს გარეთ). Western Union-ს, გარკვეულ პირობებში, შეიძლება ასევე მოეთხოვოს მიღებული თანხების გაყინვა, როდესაც მიღებული თანხების ნებისმიერი გაცემა გამოიწვევს ნებისმიერი მოქმედი კანონის დარღვევას (მათ შორის, დებულებები, რომელთა მიზანია თაღლითობის, ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების თავიდან აცილება).
2.6. გადარიცხვის საფასური: ინფორმაცია, რომელიც განმარტავს, თუ როგორ აკისრებს ბანკი თანხის გადახდას გამგზავნს, ფულადი გზავნილების განსახორციელებლად, ხელმისაწვდომია ვებსაიტზე და მას აჩვენებენ გამგზავნს, ფულადი გზავნილის ტრანზაქციის შესრულებამდე. კონკრეტული გადარიცხვის საფასური ფულადი გზავნილების ტრანზაქციისთვის მითითებულია ნაწილში „ფულის გაგზავნა ინტერნეტით“, მისამართზე: https://georgia.wu.com/send_money. უბრალოდ აირჩიეთ თქვენი დანიშნულების ქვეყანა, შეიყვანეთ გადასარიცხი თანხა და დააჭირეთ „გაანგარიშებას“. გამგზავნი ვალდებულია, გადაიხადოს ფულადი გადარიცხვის შესრულებისთვის საჭირო ყველა საფასური, თუ დანიშნულების ქვეყანაში მოქმედი კანონი სხვა რამეს არ მოითხოვს. მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფულადი გზავნილების გადახდა შესაძლოა ექვემდებარებოდეს ადგილობრივ გადასახადებსა და მომსახურების საფასურს. მიმღებს შეიძლება მოუწიოს დამატებითი საფასურის გადახდა, გამგზავნის თანხის მისაღებად, ანგარიშზე დაფუძნებული ფულადი გზავნილების, მობილური ტელეფონის ან საბანკო ანგარიშის საშუალებით. ფულადი გზავნილები უნდა გადაიგზავნოს მიმღების ადგილობრივ სავალუტო ანგარიშზე, სხვაგვარად, მიმღებ დაწესებულებას (სადაც მის მიმღებს აქვს თავისი ანგარიში) შეუძლია, მოახდინოს კონვერტაცია საკუთარი გაცვლითი კურსით, ან საერთოდ უარყოს ფულადი გზავნილის განხორციელება. მიმღების შეთანხმება მისი მობილური ტელეფონის მომსახურების პროვაიდერთან, მობილური საფულის ანგარიშის პროვაიდერთან ან სხვა ანგარიშის პროვაიდერთან არეგულირებს ანგარიშს და განსაზღვრავს მათ უფლებებს, ვალდებულებებს, შესაბამის საფასურს, ფულადი სახსრების ხელმისაწვდომობასა და ანგარიშის შეზღუდვებს. ბანკმა ან Western Union-მა შეიძლება დააკისროს დამატებითი გადასახადები, რომელიც დაკავშირებულია ანგარიშის გამოყენებასთან, ფულადი გადარიცხვის გაგზავნის ან მიღებისთვის. არც ბანკი და არც Western Union არ იღებს არავითარ ვალდებულებას, ხარჯებთან დაკავშირებით, რომელსაც გაიღებს გამომგზავნი ან ნებისმიერი ანგარიშის მფლობელი, გაცვლით კურსთან მიმართებით, რომელიც გამოიყენება არაადგილობრივი ვალუტის კონვერსიისთვის, ან მოქმედებისა თუ უმოქმედობისთვის, დანიშნულების ადგილის ან დროებითი ფინანსური მომსახურების პროვაიდერის სახელით.
2.7. გაცვლითი კურსი
a. ფულადი გზავნილების გადახდა, ჩვეულებრივ, განხორციელდება დანიშნულების ქვეყნის ვალუტაში (ზოგიერთ ქვეყანაში გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ალტერნატიულ ვალუტაში). ყველა ვალუტა კონვერტირდება Western Union-ის, მიმდინარე სავალუტო კურსის მიხედვით. Western Union თავის სავალუტო კურსს ანგარიშობს კომერციულად ხელმისაწვდომ ბანკთაშორის განაკვეთს პლუს მარჟაზე დაყრდნობით. სავალუტო კურსების უმეტესობა ყოველდღიურად რამდენჯერმე რეგულირდება გლობალური ფინანსური ბაზრების დახურვისას არსებული კურსის შესაბამისად. ფულადი გადარცხვის სავალუტო კურსი თქვენთვის მითითებულია მისამართზე: https://georgia.wu.com/send_money დანიშნულების ქვეყნის შერჩევის შემდეგ, ნაწილში „ფულის გაგზავნა ინტერნეტით“, თანხის შეყვანით, რომლის გაგზავნაც გსურთ და „გაანგარიშებაზე“ დაწკაპუნებით.
b. ვალუტის კონვერტირება მოხდება გადარიცხვის დროს და მიმღები მიიღებს გადარიცხვის პროცესში ნაჩვენები უცხოური ვალუტის თანხას. თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში ადგილობრივი დებულებები მოითხოვს ფულადი გზავნილების კონვერტირებას მხოლოდ მაშინ, როცა მათი გადახდა ხდება. თუ გამგზავნი აგზავნის თანხებს ერთ-ერთ ასეთ ქვეყანაში, ზემოთ მითითებული სავალუტო კურსი მხოლოდ სავარაუდოა და რეალური სავალუტო კურსი განისაზღვრება გადახდის დროს. Western Union-ის წარმომადგენლობებს შეუძლიათ, მიმღებებს შესთავაზონ არჩევანი, მიიღონ თანხები გამგზავნის მიერ არჩეული ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში. ასეთ შემთხვევებში, Western Union-მა (ან მისმა წარმომადგენლობებმა, მობილური ტელეფონის პროვაიდერმა ან ანგარიშის პროვაიდერმა) შეიძლება შეაგროვონ დამატებითი თანხა, როდესაც ისინი გადაიყვანენ გამგზავნის თანხებს მიმღების მიერ შერჩეულ ვალუტაში. თუ გამგზავნი ირჩევს გადახდის ვალუტას, რომელიც განსხვავებულია დანიშნულების ქვეყნის ეროვნული ვალუტისგან, არჩეული გადახდის ვალუტა შეიძლება ხელმისაწვდომი არ იყოს ამ ქვეყნის ყველა გადახდის ოფისში, ან შეიძლება ხელმისაწვდომი არ იყოს საკმაოდ პატარა ერთეულებში, ყველა ფულადი გადარიცხვის გადასახდელად. ასეთ შემთხვევებში, გადახდის წარმომადგენელს შეუძლია გადაიხადოს გამგზავნის ფულადი გადარიცხვა მთლიანად ან ნაწილობრივ, ეროვნულ ვალუტაში. Western Union-ის სავალუტო კურსი შეიძლება ნაკლებად ხელსაყრელი იყოს, ვიდრე – საჯაროდ გამოცხადებული სავაჭრო სავალუტო კურსი, რომელიც გამოიყენება ტრანზაქციებში ბანკებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს შორის. ნებისმიერ სხვაობას მომხმარებლისთვის შეთავაზებულ სავალუტო გაცვლით კურსსა და Western Union-ის მიერ მიღებულ სავალუტო გაცვლით კურსს შორის, დაიტოვებს Western Union (და, ზოგიერთ შემთხვევაში, მისი წარმომადგენლობები, მობილური ტელეფონის პროვაიდერი ან ანგარიშის პროვაიდერი) გადარიცხვის საფასურთან ერთად. დამატებითი ინფორმაციის მიღება, სავალუტო კურსის შესახებ, კონკრეტული დანიშნულების ქვეყნებისთვის, შესაძლებელია 1.2 პუნქტში მითითებულ ტელეფონის ნომერზე დარეკვით.
2.8. SMS – Western Union-ს შეუძლია, შესთავაზოს უფასო SMS შეტყობინება, ზოგიერთ ქვეყანაში, რათა მიუთითოს (გამგზავნს), რომ გადარიცხული თანხები მიღებულ იქნა მიმღების მიერ ან, რომ თანხები ხელმისაწვდომია ასაღებად (მიმღებს). სატელეფონო მომსახურების პროვაიდერის მიერ გაწეული ხარჯები გამგზავნის ან მიმღების ექსკლუზიურ პასუხისმგებლობას წარმოადგენს. Western Union არ არის პასუხისმგებელი SMS შეტყობინებებთან დაკავშირებულ რაიმე ხარჯზე. თუ შესაბამისი კანონით ნებადართულია, SMS გაიგზავნება ტრანზაქციის დროს მითითებულ გამგზავნის და/ან მიმღების მობილური ტელეფონის ნომერზე. Western Union გაუგზავნის SMS გზავნილებს გადამცემ პუნქტს, გადასაგზავნად, თუმცა, გადაგზავნა მესამე პირების პასუხისმგებლობაა და მისი გარანტირება შეუძლებელია. Western Union არ არის პასუხისმგებელი ტექნიკურ გაუმართაობაზე, რომელიც ხდება მისი საკუთარი სისტემების ფარგლებს გარეთ.
3. თქვენი პასუხისმგებლობა
3.1. ბანკი და Western Union აცხადებენ მზაობას, უზრუნველგყონ ფულადი გზავნილების მომსახურებით და შესაბამისი ინფორმაციით, წინამდებარე პირობების შესაბამისად, ინდივიდუალური გადახდის ფორმით და ასევე, გონივრული მზრუნველობით.
3.2. არც ბანკი და არც Western Union არ იღებს პასუხისმგებლობას შემდეგზე:
a. საქონელი ან მომსახურება, რომლისთვისაც იხდით Western Union-ის ინტერნეტ მომსახურების გამოყენებით და, კერძოდ, მათი მიწოდებისთვის;
b. კავშირგაბმულობის ობიექტების გაუმართაობა, რომლებზც ბანკსა და Western Union-ს კონტროლი არ გააჩნიათ;
c. მონაცემების დაკარგვა ან გადაცემის დაგვიანება, რომელიც გამოწვეულია ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერის ან ბრაუზერის ან სხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, რომლებზეც ბანკსა და Western Union-ს კონტროლი არ გააჩნიათ;
d. თქვენი ბარათის გამცემის მიერ გაწეული მომსახურება;
e. მესამე პირებისგან მომდინარე ვირუსები;
f. შეცდომები Western Union-ის ვებსაიტზე ან Western Union-ის ინტერნეტ მომსახურებასთან დაკავშირებით, რომლებიც გამოწვეულია თქვენს ან მესამე პირს მიერ მიწოდებული არასრულყოფილი ან არასწორი ინფორმაციის შედეგად;
g. ინფორმაციის არასამართლებრივი გამოყენება ან მითვისება, ვებსაიტზე შესვლამდე; ან
h. მონაცემების არასამართლებრივი გამოყენება ან არასამართლებრივი წვდომა, თქვენთან ან თქვენს ტრანზაქციებთან დაკავშირებით, რომლებსაც ამუშავებს ბანკი, თუ ასეთი გამოყენება ან წვდომა არ არის დაუდევრობის შედეგი, ბანკის ან Western Union-ის სახელით.
3.3. ბანკს არა აქვს არავითარი ვალდებულება თქვენ მიმართ, რომ დაიწყოს ან განხორციელოს ფულადი გზავნილი, თუ:
a. ბანკი ვერ მოიპოვებს საკმარის მტკიცებულებას თქვენი ვინაობის დასადასტურებლად;
b. ბანკს ან Western Union-ს აქვს იმის საფუძველი, რომ ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია არასწორი, არასამართლებრივი ან ყალბია;
c. ბანკს ან Western Union-ს მიაწოდეთ არასწორი ან არასრულყოფილი ინფორმაცია, ან ბანკს ან Western Union-ს დროულად არ მიუღიათ თქვენი ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია, მოთხოვნილი თანხის გადარიცხვის დროული შესრულების უზრუნველსაყოფად.
არც ბანკი და არც Western Union არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენთვის ან მესამე პირისთვის მიყენებულ ზარალსა თუ ზიანზე, მიმღებისთვის ფულადი გზავნილის გადაუხდელობის ან დაგვიანებით გადახდის გამო, ან თუ Western Union-ის ინტერნეტ მომსახურება ვერ განახორციელებს ან უარს იტყვის ტრანზაქციაზე, ნებისმიერი აღნიშნული მიზეზით.
3.4. ბანკს უფლება აქვს, თავისი შეხედულებისამებრ, უარი თქვას თქვენს უზრუნველყოფაზე Western Union-ის ინტერნეტ მომსახურებით, ნაწილობრივ ან მთლიანად, ან გააუქმოს ან შეაჩეროს ტრანზაქცია, თუ ასეთი გამოყენება წარმოადგენს Western Union-ის დებულებების (მათ შორის, დებულებები თაღლითობის, ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების თავიდან აცილების მიზნით), წინამდებარე პირობების დარღვევას და/ან ეწინააღმდეგება შესაბამის კანონს, სასამართლო დადგენილებას ან მარეგულირებელი ან ხელისუფლების ორგანოების ან სხვა ორგანიზაციების მოთხოვნებს, რომლებსაც გააჩნიათ იურისდიქცია ჩვენზე, ან თუ ბანკი ან Western Union ასეთ ნაბიჯს საჭიროდ მიიჩნევს, ბანკის ან Western Union-ის ინტერესების დასაცავად. თუ ბანკმა უარი თქვა თქვენს უზრუნველყოფაზე Western Union-ის ინტერნეტ მომსახურებით (ნაწილობრივ ან სრულად), ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო, თქვენ შეძლებისდაგვარად შეგატყობინებენ ამის შესახებ და გაცნობებენ ამგვარი უარის მიზეზებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ბანკსა და Western Union-ს არ შეუძლიათ ამის გაკეთება, სამართლებრივი მიზეზების გამო. Western Union-ის ინტერნეტ მომსახურების გამოყენება ნებისმიერი აკრძალული მიზნით, წინამდებარე პირობების დარღვევას წარმოადგენს.
3.5. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი აბსოლუტური შეხედულებისამებრ, დავაწესოთ ტრანზაქციის თანხის შეზღუდვები, თითოეული ტრანზაქციის ან მათი გაერთიანების საფუძველზე.
3.6. ბანკი და Western Union უფლებამოსილი არიან, ნაწილობრივ ან მთლიანად შეწყვიტონ Western Union-ის ვებსაიტის ან Western Union-ის ინტერნეტ მომსახურების მუშაობა, თუ გარემოებები, რომლებიც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება, გვაიძულებს ასეთი მოქმედებების განხორციელებას და რასაც ჩვენ მივიჩნევთ შესაბამისად (“ ფორს მაჟორი”). თუ Western Union-ის ვებგვერდზე უზრუნველყოფილი მომსახურება ან Western Union-ის ინტერნეტ მომსახურება უნდა შეწყდეს ნებისმიერი მიზეზით (ჩვენს, მესამე პირის პროვაიდერის მიერ ან სხვა გზით), ბანკი და Western Union მიიღებენ ადეკვატურ ზომებს, რომ ასეთი შეწყვეტა რაც შეიძლება ხანმოკლე იყოს.
3.7. ჩვენი კომუნიკაცია თქვენთან, ჩვეულებრივ, ხორციელდება ინტერნეტით და ელფოსტით. თუმცა, ეს გავლენას არ ახდენს თქვენს უფლებაზე, დაგვიკავშირდეთ ნებისმიერი სხვა ფორმით (იხ. პუნქტი 1.2 ზემოთ) თუ გარემოებები ამას მოითხოვს.
4. თქვენი პასუხისმგებლობა ბანკისა და WESTERN UNION-ის მიმართ
4.1. თქვენ ეთანხმებით და აცხადებთ, რომ თქვენ გადაუხდით ბანკს საფასურს (იხ. აგრეთვე პუნქტი 2.6 ზემოთ) ყველა ფულადი გზავნილისთვის, რომელსაც განახორციელებთ Western Union-ის ინტერნეტ მომსახურების საშუალებით.
4.2. თქვენ უნდა გადაიხადოთ ფულადი გადარიცხვის ძირითადი თანხა და ბანკის გადასახადი, თქვენი საბანკო ანგარიშიდან (რამდენადაც Western Union იძლევა ანგარიშზე დაფუძნებული ფულადი გადარიცხვის საშუალებას). თქვენ თანხმდებით ფულადი გადარიცხვის ძირითადი თანხის და ბანკის საფასურს გადახდაზე, შესაბამისი ტრანზაქციისთვის, რომელიც განისაზღვრება თქვენი ბარათის გამცემის მიერ, ან რომ ეს თანხა გადაირიცხოს თქვენი საბანკო ანგარიშიდან, ბანკში, ბანკის მიერ გადარიცხვის ან სხვა ტრანზაქციის შესრულებამდე. ტრანზაქციის საბოლოო ნებართვის გაცემამდე, თქვენ გაცნობებენ ზუსტ თანხას, რომელსაც ბანკი განსაზღვრავს თქვენს ბარათის გამცემთან ან რომლის დებიტირებასაც ბანკი მოახდენს თქვენი საბანკო ანგარიშიდან.
4.3. თქვენ ეთანხმებით და აღიარებთ შემდეგს:
a. ონლაინ ფულადი გზავნილების შესასრულებლად მოწოდებული ინფორმაცია სწორი, ზუსტი, მიმდინარე და სრულყოფილია;
b. ბანკს ან ჩვენს მოგვაწვდით იდენტიფიცირების, შემოწმების ან შემდგომ ინფორმაციას თუ დოკუმენტებს, რომლებიც მოთხოვნილ იქნება ბანკის ან ჩვენ მიერ;
c. თქვენ გაუზიარებთ ტრანზაქციის მონაცემებს (თანხის რაოდენობა, თქვენი სახელი, თქვენი ქვეყანა, მიმღების სახელი და MTCN) მხოლოდ მიმღებს. თქვენ ვალდებული ხართ უზრუნველყოთ, რომ მესამე პირს არ ჰქონდეს არასამართლებრივი წვდომა ამ ინფორმაციასთან. ჩვენ გირჩევთ, რომ თანხა გადაურიცხოთ მხოლოდ იმ ბენეფიციარებს, რომლებსაც პირადად იცნობთ;
d. თქვენ არ უნდა მიაწოდოთ ყალბი, არაზუსტი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია;
e. არ გამოიყენოთ რაიმე ანონიმური ხელსაწყო, რომელიც ცდილობს, თქვენი მოქმედებები შეუმჩნეველი გახადოს;
f. არ გამოიყენოთ Western Union-ის ინტერნეტ მომსახურება აკრძალული მიზნებისათვის;
g. Western Union-ის ინტერნეტ მომსახურების ფარგლებში, არ დაიწყოთ ფულადი გზავნილების განხორციელება, რომლებიც არღვევს წინამდებარე პირობებს ან გამოყენების თუ გამოყენების პირობების რაიმე სხვა შეზღუდვას, როგორც განსაზღვრულია Western Union-ის ვებსაიტზე; და
h. თქვენ პირადად ხართ პასუხისმგებელი თქვენი პაროლისა და მომხმარებლის სახელის უსაფრთხოდ შენახვაზე, ქვემოთ მოყვანილი მე-6 პუნქტის თანახმად.
4.4. ტრანზაქციის მონაცემების დაკარგვის, მოპარვის, ასლის გადაღების ან ბოროტად გამოყენების შემთხვევაში (იხ. პუნქტი 4.3.c ზემოთ), დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ ბანკს ან Western Union-ს, ტელეფონით (იხ. პუნქტი 1.2). იმ მომენტამდე, როცა ბანკს ან Western Union-ს შეატყობინებენ, თქვენ იქნებით პასუხისმგებელი ბანკის და Western Union-ის წინაშე, ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია ტრანზაქციის მონაცემების არასათანადოდ გამოყენების შედეგად, თუ თქვენ მიაწოდეთ ასეთი ინფორმაცია რომელიმე სხვა პირს, გარდა თანხის მიმღებისა ან თუ ხელი შეუწყეთ გადახდის დოკუმენტის არასათანადო გამოყენებას, თაღლითური განზრახვით ან დაარღვიეთ გაფრთხილების მოვალეობა, განზრახ ან დაუდევრობით. Western Union-ის მიერ შეტყობინების მიღებისთანავე, თქვენ თავისუფლდებით შემდგომი პასუხისმგებლობისგან, თუ წვლილი არ შეგიტანიათ ბოროტად გამოყენებაში, თაღლითობის განზრახვით. ბანკს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ, ფულადი გზავნილების შესწავლისას, რომელი არ იყო ნებადართული ან შეცდომით შესრულდა.
4.5. თქვენ ეთანხმებით და აღიარებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ ნებისმიერი მონაცემები თქვენსა და მიმღების შესახებ და ასევე, თქვენთვის გაწეული მომსახურებების შესახებ, მარეგულირებელ ან სახელისუფლებო ორგანოებს, თუ:
a. კანონი გვავალდებულებს ამის გაკეთებას; ან
b. ჩვენ ვთვლით, რომ ასეთი გამჟღავნება ხელს შეუწყობს თაღლითობის, ფულის გათეთრების ან სხვა დანაშაულის თავიდან აცილებას.
4.6. თქვენი პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოთ, რომ ყველა დეტალი იყოს ზუსტი, სანამ წარმოადგენთ ტრანზაქციის მოთხოვნას. ტრანზაქციის მოთხოვნის წარდგენის შემდეგ, ჩვეულებრივ, შეუძლებელია ამ მოთხოვნის დეტალებში ცვლილებების შეტანა. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, განიხილოთ და დაადასტუროთ ტრანზაქციის ყველა დეტალი, წარდგენამდე.
5. კლიენტთა მომსახურება
თუ აღმოაჩენთ შეცდომას ან წააწყდებით პრობლემებს Western Union-ის ვებსაიტზე, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ბანკს, ელფოსტით ან ტელეფონით (იხ. პუნქტი 1.2).
6. პაროლი და უსაფრთხოება
პირველი ფულადი გზავნილის ბრძანებამდე, თქვენ მოგეთხოვებათ პაროლი და სწორი ელფოსტის მისამართი, როგორც თქვენი მომხმარებლის სახელი. პაროლი და მომხმარებლის სახელი არ უნდა იყოს გამოყენებული რომელიმე სხვა პირის მიერ, თქვენ გარდა. თქვენი პასუხისმგებლობაა თქვენი პაროლისა და მომხმარებლის სახელის, ასევე თქვენი პაროლით ან მომხმარებლის სახელით განხორციელებული ყველა ტრანზაქციის უსაფრთხოების დაცვა. არასოდეს გაუზიაროთ თქვენი პაროლი სხვას და არ დაწეროთ ის არსად! თქვენ თანხმდებით, დაუყოვნებლივ აცნობოთ ბანკს თქვენი პაროლის ან მომხმარებლის სახელის არასწორი გამოყენების ან უსაფრთხოების რაიმე სხვა დარღვევის შესახებ, ტელეფონით (იხ. პუნქტი 1.2). მას შემდეგ, რაც გვაცნობებთ თქვენი პაროლი ან მომხმარებლის სახელის არასამართლებრივი გამოყენების შესახებ, ჩვენ დაუყოვნებლივ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას, ამ ინფორმაციის შემდგომი გამოყენების თავიდან ასაცილებლად. ამ ზომების დაჩქარება არც ბანკს, და არც ჩვენ, არ გვხდის პასუხსმგებელს რაიმე ზარალის ან ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია თქვენ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით, წინამდებარე პუნქტის შესაბამისად.
7. ინფორმაციის გამჟღავნება მესამე პირებისთვის
Western Union გამოიყენებს და დაამუშავებს თქვენს პირად ინფორმაციას, როგორც აღწერილია ჩვენს კონფიდენციალურობის დებულებაში და თქვენ აცხადებთ მკაფიო თანხმობას მასზე. დააწკაპუნეთ აქ ჩვენი კონფიდენციალურობის დებულებისთვის. ჩვენ უფლება გვაქვს, ნებისმიერ დროს შევცვალოთ ჩვენი კონფიდენციალურობის დებულება.
8. პასუხისმგებლობა
8.1. ბანკი პასუხისმგებელია თქვენ წინაშე, ფულადი გზავნილის ბრძანების სათანადო შესრულებაზე, წინამდებარე პირობების შესაბამისად. ეს იმას ნიშნავს, რომ ბანკი აგინაზღაურებთ ფულადი გზავნილის ძირითად თანხასა და გადარიცხვის საფასურს პლუს საპროცენტო განაკვეთს, როგორც გათვალისწინებულია კანონით, თუ ფულადი გზავნილი არ განხორციელდა ან ადგილი ჰონდა ხარვეზებს, ბანკის ან ჩვენი მიზეზით. იმდენად, რამდენადაც თქვენ არ გაგიციათ ფულადი გზავნილის ბრძანების ნებართვა, ბანკი ზუსტად აგინაზღაურებთ თქვენთვის დაკისრებულ თანხას და გადარიცხვის საფასურს. თუმცა, ბანკის ანაზღაურების პასუხისმგებლობის მოთხოვნა ნიშნავს იმას, რომ თქვენ არ გაგიმჟღავნებიათ ტრაზაქციის დეტალები, წინამდებარე პირობების 4.3.c პუნქტის შესაბამისად, მესამე პირებისთვის, და დაუყოვნებლივ აცნობეთ ბანკს ან ჩვენ, წინამდებარე პირობების 4.4 პუნქტის შესაბამისად, როგორც კი გაიგეთ ტრანზაქციის მონაცემების დაკარგვის, მოპარვის, ასლის გადაღების ან ბოროტად გამოყენების შესახებ, ფულადი გადარიცხვის ბრძანების არასამართლებრივ შესრულებასა ან შეუსრულებლობასთან დაკავშირებით.
8.2. კანონით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ფარგლებში, WESTERN UNION და მისი პარტნიორები, ბანკის ჩათვლით, არ არიან პასუხისმგებელი ფულადი გზავნილის ზიანის, დაყოვნების, გადაუხდელობის ან არასრულყოფილად გადახდის, ასევე, დამატებითი გზავნილის მიუწოდებლობის გამო, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს დაუდევრობით მათი თანამშრომლის ან წარმომადგენლის მხრიდან, ან სხვაგვარად, თანხაზე, რომელიც აჭარბებს 500 აშშ დოლარს (ფულადი გზავნილის ძირითადი თანხისა და გაგზავნის საფასურის ანაზღაურებასთან ერთად). კანონით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ფარგლებში, WESTERN UNION და მისი პარტნიორები, ბანკის ჩათვლით, არ არიან პასუხისმგებელი არავითარ არაპირდაპირ, კონკრეტულ, შემთხვევით თუ ირიბ ზარალზე. ზემოთ ხსენებული უარყოფის მიუხედავად, არც WESTERN UNION და არც მისი პარტნიორები, ბანკის ჩათვლით, არ გამორიცხავენ ვალდებულებას, ნებისმიერ პირობაზე ან გარანტიაზე, რომლის გამორიცხვაც კანონით შეუძლებელია, ნებისმიერი ნაგულისხმევი გარანტიის ჩათვლით, რომ ისინი მომსახურებას გაუწევენ სათანადო ყურადღებითა და კომპეტენტურობით. WESTERN UNION-ისა და მისი პარტნიორების, ბანკის ჩათვლით, პასუხისმგებლობა ამგვარი პირობის ან გარანტიის დარღვევისათვის შეზღუდულია მომსახურების ხელახლა გაწევასა და თანხის 500 აშშ დოლარის ექვივალენტის რაოდენობამდე. WESTERN UNION არ არის პასუხისმგებელი თქვენ წინაშე, რაიმე ხარჯის, ზარალის ან ზიანს გამო, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს ინფორმაციის გადაცემის ან გამჟღავნების შედეგად (როგორც განსაზღვრულია ქვემოთ), ნებისმიერი არასწორი განცხადების, უმოქმედობის, დაყოვნების ან სხვა საკითხის გამო, აღნიშნულთან დაკავშირებით.
8.3. ყველა საჩივარი ზიანისთვის, რომელსაც გამოთქვამთ, უნდა იყოს დასაბუთებული სრულად ხელმისაწვდომი და შესაბამისი დოკუმენტაციით.
8.4. შესაბამისი კანონის თანახმად, ნებისმიერ შემთხვევაში, ბანკი და Western Union არ იღებენ პასუხისმგებლობას ზიანისათვის, რომელიც გამოწვეულია რაიმე უჩვეულო და გაუთვალისწინებელი მოვლენების შედეგად, რომელზეც ბანკს და Western Union-ს არ გააჩნიათ კონტროლი და რომლის შედეგების თავიდან აცილებაც, სათანადო ზომების მიღების მიუხედავად, შეუძლებელია ბანკისა და Western Union-ის მიერ (გამოწვეული, მაგალითად, ფორს მაჟორით, სატელეკომუნიკაციო ხაზების მოშლით, სამოქალაქო არეულობით, ომით ან სხვა მოვლენებით, როგორიცაა სამრეწველო კონფლიქტი ან მასობრივი მღელვარება, რომელზეც ბანკს და Western Union-ს არ გააჩნიათ კონტროლი).
8.5. თქვენ ეთანხმებით, რომ Western Union-ის არცერთ ფილიალს არა აქვს თქვენი ინტერესების დაცვის რაიმე ვალდებულება, ნებისმიერ ფუნქციასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა Western Union-მა ასეთ ფილიალს გადააბაროს. ზემოთ აღნიშნული უარყოფა არ ზღუდავს Western Union-ის პასუხისმგებლობას იმ ზიანისათვის, რომელიც გამოწვეულია Western Union-ის განზრახ არასწორი ქმედების, დაუდევრობის, ფიზიკური პირის გარდაცვალების ან ტრავმის შედეგად, იმ იურისდიქციებში, სადაც პასუხისმგებლობის ამგვარი შეზღუდვა არ მოქმედებს.
8.6. თქვენ არ ხართ პასუხისმგებელი არც ბანკისა, და არც Western Union-ის წინაშე, და არც ბანკი თუ Western Union არ არიან პასუხისმგებელი თქვენ წინაშე, ზიანის გამო, რომელიც გამოწვეულია თქვენი ან ჩვენი უფლების სათანადო გამოყენების შედეგად, წინამდებარე პირობების შესაბამისად.
8.7. Western Union და ბანკი არ უზრუნველყოფენ ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების მიწოდების ან შესაბამისობის გარანტიას, რომლის საფასურიც გადახდილია Western Union-ის ინტერნეტ მომსახურების მეშვეობით. გამგზავნის ტრანზაქციის მონაცემები მისთვის კონფიდენციალურია და არ მოხდება მათი გაზიარება სხვა პირისთვის, მიმღების გარდა. გამგზავნი გაფრთხილებულია, რომ არ გაუგზავნოს თანხა მისთვის უცნობ რომელიმე პირს. Western Union ან ბანკი არავითარ შემთხვევაში არ არიან პასუხისმგებელი, თუ გამგზავნი აცნობებს ტრანზაქციის მონაცემებს ნებისმიერ პირს, გარდა მიმღებისა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში, Western Union და ბანკი არ არიან პასუხისმგებელი რაიმე სახის არაპირდაპირ, კონკრეტულ, შემთხვევით თუ ირიბ ზარალზე.
9. ინტელექტუალური საკუთრება
Western Union-ის ვებსაიტი და Western Union-ის ინტერნეტ მომსახურება, მათი შიგთავსი და მათთან დაკავშირებული ან მათში არსებული ყველა ინტელექტუალური საკუთრება (მათ შორის, საავტორო უფლებები, პატენტები, მონაცემთა ბაზის უფლებები, სავაჭრო ნიშნები და მომსახურების ნიშნები) წარმოადგენს Western Union-ის, Western Union-ის ფილიალების ან მესამე პირების საკუთრებას. ყველა უფლება Western Union-ის ვებსაიტსა და Western Union-ის ინტერნეტ მომსახურებაზე რჩება ჩვენს საკუთრებაში და/ან Western Union-ის ფილიალების ან სხვა მესამე პირების საკუთრებაში. Western Union-ის ვებსაიტი და Western Union-ის ინტერნეტ მომსახურება გამოიყენება მხოლოდ წინამდებარე პირობებით ნებადართული მიზნებისათვის, ან როგორც აღწერილია ვებსაიტზე. თქვენ უფლება გაქვთ, ეკრანზე გამოიტანოთ Western Union-ის ვებსაიტის გვერდები და შეინახოთ მათი ასლი, თქვენი პირადი გამოყენებისთვის. ჩვენი გამოხატული წერილობითი თანხმობის გარეშე, თქვენ არ გაქვთ Western Union-ის ვებსაიტის, Western Union-ის ინტერნეტ მომსახურების ან მისი ნაწილის ასლის გადაღების, გამოქვეყნების ან შეცვლის უფლება, ასევე, მათგან წარმოებული პროდუქტის შექმნის, მათ გადაცემასა თუ გაყიდვაში მონაწილეობის, მსოფლიო ქსელში მათი გამოქვეყნების ან მათი რაიმე სხვა ფორმით გამოყენების უფლება, ნებისმიერი საჯარო თუ კომერციული მიზნისთვის. თქვენ უფლებამოსილი არ ხართ: (ა) გამოიყენოთ „რობოტი“, „ობობა“, „სკრეპერი“ ან ნებისმიერი სხვა ავტომატიზირებული პროგრამა, Western Union-ის ვებსაიტთან ან Western Union-ის ინტერნეტ მომსახურებასთან წვდომისთვის და/ან (ბ) ამოიღოთ ან შეცვალოთ საავტორო უფლებებთან და სავაჭრო ნიშნებთან დაკავშირებული ინფორმაცია, ან საკუთრებაში მყოფი ინფორმაცია, რომელიც გამოქვეყნებულია Western Union-ის ვებსაიტზე (ან ვებსაიტის დაბეჭდილი გვერდები). Western Union-ის სახელი და ყველა სხვა სახელი, ასევე Western Union-ის პროდუქტების საკუთრების ნიშნები და/ან Western Union-ის ვებსაიტზე დასახელებული მომსახურები, წარმოადგენს Western Union-ის, Western Union-ის ფილიალების ან სხვა მესამე პირების ექსკლუზიურ ბრენდებს. ვებსაიტზე განთავსებული სხვა პროდუქტი, მომსახურება ან კომპანიის ნიშნები შეიძლება იყოს მათი შესაბამისი მფლობელების სავაჭრო ნიშნები.
10. სხვა ვებსაიტების ბმულები
Western Union-ის ვებსაიტი შეიძლება მოიცავდეს მსოფლიოს სხვა ვებსაიტებისა და რესურსების ბმულებს და მანიშნებლებს (“ დაკავშირებული საიტები“). დაკავშირებული საიტების ბმულები არ წარმოადგენს ჩვენს ან ჩვენი ასოციაციის მხარდაჭერას რომელიმე მესამე პირის რესურსებისა ან მათი შიგთავსის მიმართ. ბმულები არ გულისხმობს იმას, რომ Western Union დაკავშირებულია მესამე პირებთან ან სამართლებრივად უფლებამოსილია, გამოიყენოს სავაჭრო ნიშანი, სავაჭრო სახელი, ლოგო ან საავტორო უფლებების სიმბოლო, რომლის ნახვაც შესაძლებელია ან ხელმისაწვდომია ბმულის საშუალებით, ან რომელიმე დაკავშირებული საიტი უფლებამოსილია, გამოიყენოს Western Union-ის სავაჭრო ნიშანი, სავაჭრო სახელი, ლოგო ან საავტორო უფლებების სიმბოლო. დაკავშირებულ საიტებთან მიმართებით რაიმე ინტერესის შემთხვევაში, უნდა მიმართოთ ასეთი დაკავშირებული საიტის ადმინისტრატორს ან ვებ-ადმინისტრატორს. Western Union არ აცხადებს ან ადასტურებს დაკავშირებული საიტების სიზუსტეს ან სანდოობას, და აშკარად უარყოფს რაიმე რჩევას, მოსაზრებას, განცხადებას ან სხვა ინფორმაციას, რომლებიც ასეთი დაკავშირებული საიტებით ვრცელდება. თქვენ აქვე აღიარებთ, რომ ნებისმიერ მოსაზრებაზე, რჩევასა თუ ინფორმაციაზე დაყრდნობა, რომელიც ნაჩვენებია ან სხვაგვარად ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაკავშირებული საიტის მეშვეობით, თქვენს ერთპიროვნულ რისკს წარმოადგენს.
11. ფულადი გადარიცხვის გაუქმების უფლება
11.1. თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ Western Union-ის ვებსაიტის მეშვეობით გაცემული ფულადი გზავნილის ბრძანების გაუქმება, 14 დღის ვადაში. გაუქმების მოთხოვნა უნდა ეცნობოს ბანკს, ელფოსტის საშუალებით wusupport@tbcbank.com.ge. თუმცა, გაუქმების ეს უფლება არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ უკვე გადავუხადეთ თანხა მიმღებს, სანამ მივიღებდით თქვენს გაუქმების შეტყობინებას. თქვენი გაუქმების უფლების გამოყენებისას, სანამ თანხას მიმღებს გადავუხდით, ბანკი დაგიბრუნებთ ფულადი გადარიცხვის ძირითად თანხას და არ დაგაკისრებთ გაუქმების საფასურს. გადარიცხვის საფასური არ დაგიბრუნდებათ, თუ ფულადი გზავნილის ბრძანება თქვენი მოთხოვნით გაუქმდება.
11.2. ბანკი დაგიბრუნებთ ფულადი გადარიცხვის თანხას, Western Union-ის სავალუტო კურსით, რომელიც მოქმედია თანხის გადახდს მომენტში, თუმცა, გადარიცხვის თანხის ნომინალური ღირებულებით, რამდენადაც თანხის გადახდა მიმღებისათვის არ მომხდარა. თანხის დაბრუნების მეთოდი განისაზღვრება ბანკის შეხედულებისამებრ. ძირითადად, თუ გადახდა ონლაინ ბანკინგით განხორცელდა, თანხა დაბრუნდება იმავე საბანკო ანგარიშზე. ზოგიერთ შემთხვევაში, თანხის დაბრუნება შეიძლება საჭირო გახდეს წარმომადგენლობის ოფისის საშუალებით.
12. მთლიანი ხელშეკრულება
წინამდებარე პირობები, ხელშეკრულების სხვა პუნქტებთან ერთად, რომლებიც მითითებულია წინამდებარე პირობებში, წარმოადგენს თქვენსა და ბანკს შორის გაფორმებულ მთლიან ხელშეკრულებას და ცვლის ნებისმიერ წინა ხელშეკრულებას, რომელიც შეიძლება არსებობდეს თქვენსა და ბანკს შორის.
13. ხელშეკრულების დებულებების ავტონომიურობა
თუ წინამდებარე პირობების ერთი ან რამდენიმე დებულება მიიჩნევა უმოქმედოდ, უკანონოდ ან შეუსრულებლად, ეს გავლენას არ მოახდენს დანარჩენი დებულებების მოქმედებაზე.
14. საჩივრები, შესაბამისი კანონი, იურისდიქცია
14.1. თუ გსურთ საჩივრის გაკეთება Western Union-ის ინტერნეტ მომსახურებასთან დაკავშირებით, გამოაგზავნეთ თქვენი საჩივარი ელფოსტით, მისამართზე: wusupport@tbcbank.com.ge. ჩვენ ვეცდებით, გიპასუხოთ თქვენი საჩივრის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.
14.2. წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მხარეები ექვემდებარებიან საქართველოს სასამართლოების არაექსკლუზიურ იურისდიქციას, ასევე, ნებისმიერ სასამართლოს, რომელსაც გააჩნია იურისდიქცია, მოისმინოს საჩივრები ასეთი ქვეყნიდან; თქვენ უფლება არ გაქვთ, უარი თქვათ ასეთ სასამართლოებში მიმდინარე სამართალწარმოებაზე.
©2018 Western Union Holdings, Inc. ყველა უფლება დაცულია.